Thursday, July 12, 2018

ტრენინგის მე-9 დღე.

  შევაჯამეთ შესწავლილი მასალები... ჩვენი პროექტები განვათავსეთ  ბლოგზე და გავაზიარეთ. სასიამოვნო იყო ეს 9 დღე ურთიერთთანამშრომლობა პირადად ჩემთვის თბილ, სასიამოვნო და პოზიტიურ ტრენერთან ერთად. კიდევ ვისურვებდი, რადგან ბევრი საინტერესოს მომცემი იყო. 

"საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილები"


  იხილეთ ჩემი პროექტის მასალები

Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მე-8 დღე

  განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურები და გეგმის ჩეკლისტის მიხედვით შევაფასეთ პროექტი.

Monday, July 9, 2018

ტრენინგის მე-7 დღე

 
    განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, გავამახვილეთ  ყურადღება ნიჭიერ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, ასევე არაქართულენოვან  მოსწავლეებზე  რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური.
   განვიხილეთ ბლოგები. მათი დიზაინი, გვერდების დამატება და ა. შ.

Friday, July 6, 2018

ტრენინგის მე-6 დღე.

ძალიან საინტერესო და სახალისო იყო პრეზენტაცია მოძრავი ანიმაციებით. შევაფასეთ ერთმანეთის ბლოგებზე განთავსებული ნამუშევრები და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.

Wednesday, July 4, 2018

ტრენინგის მე-5 დღე



   განვიხილეთ მეთოდი "დაწყვილდი გაუზიარე",  ვისწავლეთ დიდი ზომის დოკუმენტის  დაარქივება. დრაივზე მუშაობა და ჩვენი პრეზენტაციის გაზიარება. პერიოდულად ვანახლებდით  საქაღალდეებს.

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მე-4 დღე

  გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია,  გავაფორმე შესაბამისი ანიმაციებით და ილუსტრაციებით. ვიმუშავე ასევე შეფასების რუბრიკებზე. პრეზენტაცია განვათავსე ჩემს ბლოგზე.

პრეზენტაცია "საქართველოს ღირშესანიშნავი ადგილები".

Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მე-3 დღე


        ჩემთვის სასურველი სტანდარტი მივუსადაგე ჩემს პროექტს. ასევე ჩამოვაყალიბე კითხვები ჩემი პროექტისთვის.

Saturday, June 30, 2018

ტრენინგის მე-2 დღე


გავეცანი პუბლიკაციის შექმნას, რომელიც მეხმარება ადვილად შევძლო პროექტის დაწერა და გამოქვეყნება. გამიადვილებს ასევე  სასწავლო ღონისძიების დაგეგმვას და პროცესის ეფექტიანად წარმართვას.