პროექტებით სწავლება
Thursday, July 12, 2018
ტრენინგის მე-9 დღე.
შევაჯამეთ შესწავლილი მასალები... ჩვენი პროექტები განვათავსეთ ბლოგზე და გავაზიარეთ. სასიამოვნო იყო ეს 9 დღე ურთიერთთანამშრომლობა პირადად ჩემთვის თბილ, სასიამოვნო და პოზიტიურ ტრენერთან ერთად. კიდევ ვისურვებდი, რადგან ბევრი საინტერესოს მომცემი იყო.
Wednesday, July 11, 2018
ტრენინგის მე-8 დღე
განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურები და გეგმის ჩეკლისტის მიხედვით შევაფასეთ პროექტი.
Monday, July 9, 2018
ტრენინგის მე-7 დღე
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, გავამახვილეთ ყურადღება ნიჭიერ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე, ასევე არაქართულენოვან მოსწავლეებზე რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური.
განვიხილეთ ბლოგები. მათი დიზაინი, გვერდების დამატება და ა. შ.
Friday, July 6, 2018
ტრენინგის მე-6 დღე.
ძალიან საინტერესო და სახალისო იყო პრეზენტაცია მოძრავი ანიმაციებით. შევაფასეთ ერთმანეთის ბლოგებზე განთავსებული ნამუშევრები და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.
Wednesday, July 4, 2018
ტრენინგის მე-5 დღე
განვიხილეთ მეთოდი "დაწყვილდი გაუზიარე", ვისწავლეთ დიდი ზომის დოკუმენტის დაარქივება. დრაივზე მუშაობა და ჩვენი პრეზენტაციის გაზიარება. პერიოდულად ვანახლებდით საქაღალდეებს.
Tuesday, July 3, 2018
ტრენინგის მე-4 დღე
გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია, გავაფორმე შესაბამისი ანიმაციებით და ილუსტრაციებით. ვიმუშავე ასევე შეფასების რუბრიკებზე. პრეზენტაცია განვათავსე ჩემს ბლოგზე.
Subscribe to:
Posts (Atom)